ტურიზმი

ორწლიანი პაუზის შემდეგ, Wizzair-ი ქუთაისი-რომის რეისებს განაახლებს

ტრევის შადრევანი რომი
reuters

ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება. 28 მარტიდან, რეისებს კვირაში ერთხელ Wizz air  შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებასა და სიხშირეების ზრდაზე ავიაკომპანიასთან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

"ზაფხულის ტურისტულად აქტიურ სეზონზე სიხშირეების რიცხვი დიდი ალბათობით გაიზრდება. ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირი გზით იტალიის ორ ქალაქში - მილანსა და რომში იქნება მოხვედრა შესაძლებელი" - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში გამგზვრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეეძლებათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა) უნდა წარადგინოს სპეციალური სამგზავრო ფორმა, კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი. 

ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპის 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ასრულებს. 

 

კომენტარები