საქართველო-NATO

ვოლსკი: საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს

ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, პროცესები როგორ ვითარდება, რა პოზიცია უკავია NATO-ს, თავად უკრაინას. ჩვენი და NATO-ს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას NATO-სთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება. იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას. აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის, ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ ამ თემის. როცა NATO-ს წევრობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება, NATO-ს წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია ქვეყანამ არ უნდა შეცვალოს.

სამწუხაროდ, ოპოზიცია პასუხისმგებლობას არ გრძნობს. აქ ოპოზიციის აზრი მნიშვნელოვანი არ არის, აქ სახელმწიფოებრივი თემებია, რის გამოყენებასაც ოპოზიცია სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. არის საკითხები და არა მხოლოდ NATO, არამედ რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს. საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ პირველი არხის ცნობით.

კომენტარები