გია წავიდა 5 მარტს, არც ვიცოდით ოჯახის წევრებმა არაფერი. პარასკევს ხომ გავიგე, 17-ში ვწერდი, გია, გია, ჩემო გია. სამსახურში ვიყავი და SMS მომივიდა, 16:00 საათი იყო, ცოცხალი ვარო. გია, რამე ხომ არ დაგიშავდა-მეთქი, ვწერ, ვწერ და აღარ მიპასუხა. სამშობლოს შეეწირა, ნამდვილად. ჩემი ქმარი, მე ვფიქრობ, რომ გმირია. მე არ მჭირდება, რომ ვინმემ გმირად აღიაროს. ჩვენთვის გმირია და ჩვენი ოჯახის ტრაგედიას ეს გასცდა უკვე ნამდვილად.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ცოლი: ჩვენთვის გია გმირია, არ მჭირდება, რომ ვინმემ აღიაროს
tbl.ge/5x84
დაკოპირდა

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, გია ბერიაშვილის ცოლმა, ქეთი ბერიაშვილმა ამის შესახებ მთავარ არხთან ისაუბრა.
გია ბერიაშვილის გარდა, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მეომარი დაიღუპა. ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს, თუ არა მთავრობა დაღუპული მებრძოლებისთვის გმირის წოდების მინიჭებას, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამას შესაბამისი სამსახურები განიხილავენ.
ამავე თემაზე
- უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
- ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
- "ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ




