მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თუ ჩვენ აქტიურები ვიქნებით, ამ მთავრობას დარჩა მაქსიმუმ თვენახევარი

უკრაინა იგებს და თქვენი დროც იწურება. მე არ ვაპირებ, რომ რაღაცები დავივიწყო. არც არავის გემუქრებით, უბრალოდ ყველამ უნდა იფიქროს ამაზე. მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ აქტიურები ვიქნებით, ამ ხელისუფლებას მაქსიმუმ დარჩა თვენახევარი. ეს მთავრობა ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის წარმომადგენლების ნაწილი შეიძლება ჰყავდეს ქართულ ოცნებასაც. რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვალი იმ მომენტში, როცა რუსეთი იქნება ჩამოშლილი, დავხვდეთ წელში გამართული და მომზადებული.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

კომენტარები