რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაახლოებით, 14 400 სამხედრო, 115 ვერტმფრენი, 466 ტანკი – უკრაინა ოკუპანტების დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 24 თებერვლიდან 19 მარტამდე რუსი ოკუპანტების დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსებმა, დაახლოებით, 14 400 სამხედრო დაკარგეს. 

ასევე, ოკუპანტების დანაკარგს შორის არის:  466 ტანკი, 1470 ერთეული ჯავშანტექნიკა, 213 საარტილერიო სისტემა, 72 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 44 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 95 თვითმფრინავი, 115 ვერტმფრენი, 914 სატრანსპორტო საშუალება, 3 გემი/ნავი, 60 საწვავის ავზი, 17 უპილოტო საფრენი აპარატი, 11 სპეციალური აღჭურვილობა.  

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა გამოთვლებს ართულებს. 

"შეუტიეთ ოკუპანტებს, ერთად გავიმარჯვოთ!" - წერს თავდაცვის სამინისტრო. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები