საქართველო-უკრაინა

ომბუდსმენი: ჩემი უკრაინაში ვიზიტი იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება უკრაინელ კოლეგებთან

დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემს შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ, როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ.

წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!

წერს Facebook-ზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

კომენტარები