რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: ბაიდენი გამოფიტული და გაღიზიანებულია, პუტინის პირად შეურაცხყოფაზე გადადის

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის შეფასებით აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი პუტინს "პირად შეურაცხყოფას" აყენებს. მისი თქმით, კრემლი ითვალისწინებს ბაიდენის "გამოფიტვას", "გაღიზიანებასა" და "ზოგჯერ გულმავიწყობას", ამიტომ საპასუხო კომენტარს არ აპირებს.

"ბაიდენის ასეთი გაღიზიანების, გამოფიტვისა და ხშირი გულმავიწყობის გათვალისწინებით... იმ გამოფიტვის გათვალისწინებით, რომელიც იწვევს აგრესიულ განცხადებებს, ჩვენ არ გავაკეთებთ მკაცრ შეფასებებს, რათა არ გამოვიწვიოთ მეტი აგრესია". - თქვა პესკომ.

ბაიდენმა გუშინ, 17 მარტს  წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გამოსვლისას პუტინს "ნამდვილი ყაჩაღი" და "მკვლელი დიქტატორი" უწოდა. მანამდე კი ბაიდენმა პუტინი "ომის დამნაშავედ" შეაფასა. აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებით ადმინისტრაციის წინა პოზიციის ცვლილებაა, რადგან ამ დრომდე ოფიციალური პირები, მათ შორის, ჯო ბაიდენი, თავს იკავებდნენ ვრცლად ესაუბრათ საკითხზე, რომ უკრაიანში ომის დანაშაულები ხდებოდა და კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ ტერმინის გამოყენება, მიმდინარე გამოძიებებზე მიუთითებდნენ. 

"ჩვენ გვესმის და ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც რეალურად არის პრეზიდენტი პუტინის პირადი შეურაცხყოფაა". - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები