რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობა შეწყვიტა

Council of Europe

ბელარუსის რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად ჩართვის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ურთიერთობა ბელარუსთან. 

გადაწყვეტილების თანახმად, ბელარუსს უჩერდება ორგანიზაციის ყველა შეხვედრასა და აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს შეეხება ბელარუსის მონაწილეობას ევროპის საბჭოს ნაწილობრივ შეთანხმებებში, მათ შორის ვენეციის კომისიაში. 

კომიტეტმა ასე გადაწყვიტა ბელარუსის ტექნიკური თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. თუმცა, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ შეენარჩუნებინა, არამედ გაეძლიერებინა ურთიერთობა ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებასთან და ემიგრაციაში მყოფ ოპოზიციასთან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები