რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 103 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 100-ზე მეტი – პროკურატურა

Evgeniy Maloletka / AP Photos

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 103 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 100-ზე მეტი. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ყოველდღიურად, სულ მცირე, 5 ბავშვი კვდება.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება დაბომბეს, მათგან 59 სრულად განადგურდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები