რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პუტინს ომის დამნაშავედ ცნობს

აშშ-ს სენატმა ერთხმად მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს.

რეზოლუცია, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს, მოუწოდებს გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.

"ამ ოთახში ჩვენ, დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას". - თქვა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ კონგერსმა რეზოლუციას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც დემოკრატებისა და რესპუბლიკელების თითქმის თანაბარი რაოდენობით დაკომპლექტებული კონგრესისთვის, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

კომენტარები