ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიბრძვით ტანკების, თვითმფრინავებისა და ნაღმტყორცნების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენს გასანადგურებლად იყენებს. თუმცა, რუსეთი საკუთარ თავსაც ანადგურებს. უკრაინის წინააღმდეგ ყოველი გასროლა ის ნაბიჯია, რომელსაც რუსეთი საკუთარი თავის გასანადგურებლად და იზოლაციაში მოსაქცევად დგამს. ყველა ვისაც აზროვნების უნარი აქვს, ახლა რუსეთს ტოვებს. პროგრამისტები, ბიზნესმენები, არტისტები. რუსეთის სახელმწიფოს ათწლეულების განმავლობაში არ გამოუცდია ისეთი დარტყმა ადამიანურ კაპიტალზე, როგორიც საკუთარ თავს მიაყენა. თუმცა, ჩვენ ეს არ გვაწუხებს, ეს არ არის ჩვენი პრობლემა. ჩვენი ამოცანა საკუთარი თავისა და ჩვენი ხალხის შენარჩუნებაა
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ ყოველი გასროლით, რუსეთი საკუთარ თავს ინადგურებს
tbl.ge/5wvb
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ამავე თემაზე
- მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება
- უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული
- უკრაინამ ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
- Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki
- რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა ამ თვეში უკვე მესამედ მოხდა




