უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული საექსპედიციო ძალებს მიმართა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი საკუთარ თავს უკრაინის დახმარებით უნდა დაეხმაროს.
"ჩვენ ყველა რუსეთის სამიზნე ვართ. შესაბამისად, ყველაფერი ევროპის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუ უკრაინა მყარად არ იდგება; ამიტომ გთხოვთ, დაეხმაროთ თქვენს თავს ჩვენი დახმარებით". - თქვა ზელენსკიმ.
შეხვედრას მასპინძლობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და ესწრებოდნენ დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის ლიდერები.
"ჩვენ ისევ შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანთა ხოცვა და ეს ისაა, რისი გაკეთებაც ჩვენ ერთად შეგვიძლია - შეაჩერეთ დემოკრატიის ნგრევა და გავაკეთოთ ეს ახლავე ჩვენს მიწაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც თქვენთან მოვლენ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





