რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოვსიანიკოვა: არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება

რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, Twitter-ზე წერს, რომ მას შესაძლოა 5-დან 10-წლამდე პატიმრობა შეუფარდონ.

"არ ვიცი მალე რა დამემართება. ჩემი ადვოკატი მეუბნება, რომ შესაძლოა 5-დან 10 წლამდე მომისაჯონ სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებით. არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება", - წერია ოვსიანიკოვას Twitter-ზე.

ჟურნალისტი უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით პირველი არხის ეთერში გუშინ, 14 მარტს გამოჩნდა.

"შეაჩერეთ ომი, არ დაიჯეროთ პროპაგანდის, აქ თქვენ გატყუებენ", - ეწერა ბანერზე.

კომენტარები