2022 წელს გარდაცვლილები

ოსკაროსანი მსახიობი უილიამ ჰერტი გარდაიცვალა

BBC

71 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი უილიამ ჰერტი გარდაიცვალა. მსახიობი 2018 წლიდან პროსტატის კიბოს ებრძოდა.

"მწუხარებით გამცნობთ, რომ უილიამ ჰერტი, 72-ე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე მამა გარდაიცვალა. ის წავიდა მშვიდად, ოჯახის წევრების გარემოცვაში". – წერს უილიამ ჰერტის შვილი.

ჰერტის სამსახიობო კარიერა 1980 წელს დაიწყო. 1985 წელს, ფილმ Kiss of The Spider Woman-ში შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარი, ჰერტი ისტორიაში პირველი კაცი მსახიობი გახდა, რომელმაც LGBT პერსონაჟის განსახიერებისთვის საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. ჰერტი ოსკარის ნომინანტი 1987, 1988 და 2006 წლებშიც გახდა. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს ბერლინის, კანის კინოფესტივალის ჯილდოები, ასევე არის BAFTA-ს გამარჯვებული და ოქროს გლობუსის ექვსგზის ნომინანტი.

შესრულებული აქვს მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები ფილმებში Altered States, Kiss of The Spider Woman, Body Heat, Children of Lesser God, Lost in Space, Dark City, A.I., The Village, A History of Violence, Syriana, Incredible Hulk, Avengers: Infinity War, Avengers: Endgame, Black Widow.

კომენტარები