რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: 14 მარტის მონაცემებით, რუსულ აგრესიას 90 ბავშვი ემსხვერპლა

UNIAN

უკრაინაში რუსეთის აგრესის გამო 90 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის რაიონებში.

"14 მარტის დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაიღუპა 90 ბავშვი და დაშავდა 100-ზე მეტი" - ნათქვამია ანგარიშში.

მხოლოდ გუშინ,13 მარტს ნიკოლაევის რაიონში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 379 სასწავლო დაწესებულება, აქედან 59 მთლიანად განადგურდა. დონეცკის რეგიონში განადგურების უმეტესი ნაწილი - 119 საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მიკოლაივში - 30, სუმი - 28, კიევში - 35, ხერსონში - 21, დედაქალაქში - 24.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები