რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყაზახეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

ყაზახეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ყაზახური მედიის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ყაზახეთიდან დღეს, 14 მარტს აფრინდა, მეორე ხვალ გაფრინდება.

მთლიანობაში ყაზახეთი უკრაინაში 28.2 ტონა დახმარების გაგზავნას გეგმავს, დიდწილად წამლების: ანტიბიოტიკების, ანთების საწინააღმდეგო, ხველის საწინააღმდეგო, ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები