რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ხარკოვში ნანგრევებიდან 5 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს – მათ შორის, 12 და 14 წლის მოზარდების

ხარკოვის ოლქში ნანგრევებიდან 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდია - 12 და 14 წლის. ინფორმაციას Unian-ი ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სახლს რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ბომბი მოხვდა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები