შეზღუდვები გზებზე

ქვეყანაში უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – ჩამონათვალი

ქვეყანაში უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის (კმ1-კმ36) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია.

უწყების ცნობით, ასევე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის (კმ1-კმ22) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ზვავსაშიშროების გამო, შეზღუდვები მოქმედებს ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის (კმ43-კმ45 ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები