რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ რუსეთისთვის დოლარის მიყიდვას ან მიწოდებას კრძალავს

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსეთში დოლარის კუპიურების ნებისმიერი საშუალებით გაყიდვას ან მიწოდებას კრძალავს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

"იკრძალება დოლარის ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება, პირდაპირ ან ირიბად, შეერთებული შტატებიდან ან შტატების მოქალაქის მხრიდან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, რუსეთის ფედერაციის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერ პირისთვის". – წერია განცხადებაში.

დღეს, 11 მარტს ამერიკის შეერთეთებულმა შტატებმა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტი.

ბაიდენმა რუსეთის "უპირატესი პარტნიორის" სტატუსის გაუქმებაც მოითხოვა. გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის, G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრებთან კორდინირებით იქნა მიღებული.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად გააფართოებს სანქციებს რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებზე. 

კომენტარები