რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზღვის პროდუქტების, არყის, ბრილიანტების იმპორტი იკრძალება - აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთს

Drew Angerer / Getty Images

ამერიკის შეერთეთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტი.

ბაიდენმა რუსეთს "უპირატესი პარტნიორის" სტატუსის გაუქმება მოითხოვა. გადაწყვეტილება G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კორდინირებით იქნა მიღებული. რუსეთის სავაჭრო სტატუსის ცვლილილება აშშ-ს და მოკავშირეებს საშუალებას მისცემს დააწესონ უფრო მაღალი ტარიფები ზოგიერთ რუსული პროდუქტის იმპორტზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის ეკონომიკის იზოლაციას.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად გააფართოებს სანქციებს რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებზე. 

კომენტარები