რამდენიმე თვის წინ, როდესაც ომი დაწყებული არ იყო, ყველას შეეძლო იმის დანახვა, რომ შემოჭრა გარდაუვალი იყო. რუსი ჯარისკაცები ჩვენს საზღვართან იდგნენ. მე მათ [დასავლეთს] ვეუბნებოდი: გთხოვთ, რუსეთს სანქციები დაადეთ, რომ პუტინმა თავდასხმაზე არც კი იფიქროს. ეს არ გააკეთეს. შემდეგ, ვეუბნებოდი: გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას ისე, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. არც ეს გააკეთეს. ახლა კი ისინი [რუსეთი] შემოჭრილნი არიან. რუსი ჯარისკაცები ჩვენს ქალაქებს ანგრევენ, ქუჩებში კი ლტოლვილებს კლავენ. მათი რაკეტები საცხოვრებელ შენობებს, უნივერსიტეტებს და ეკლესიებს ხვდება. ეს ბარბაროსობაა. დიახ, ჩვენ ვიღებთ შეიარაღებას, თუმცა, ცალსახაა, რომ მეტი გვჭირდება, რადგან ბარბაროსობა არ შეჩერებულა
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: ომის დაწყებამდე, ყველას შეეძლო იმის დანახვა, რომ შემოჭრა გარდაუვალი იყო
tbl.ge/5wn2
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ზელენსკიმ 40-დღიანი ოპერაცია დაამტკიცა, რათა უკრაინამ კრემლს ომის დასრულება აიძულოს
- მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება
- უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული
- უკრაინამ ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
- Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki




