ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სააკაშვილი ჰააგაზე: სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ციხეში ვარ

წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა. 

ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება. 

და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს:

სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!  

ჩემის მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს. 

"მძინარე ცხინვალის დაბომბვის" აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!

მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 10 მარტოს გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. სამხედრო დანაშაულები, რომლებიც ბრალად ედებათ, დაკავშირებულია 2008 წლის აგვისტოს ომთან. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს საქმესთან დაკავშირებული პირველი დაკავების ორდერებია.

კომენტარები