რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NINTENDO და XBOX რუსეთის ბაზარს ტოვებენ

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, იაპონურმა ვიდეოთამაშების კომპანია Nintendo-მ რუსული ბაზარი დატოვა. ნინტენდო წყვეტს რუსეთის ტერიტორიაზე ონლაინ გაყიდვებსა და ქვეყანაში მათ მიერ შექმნილი ახალი თამაშების გავრცელებას. 

რუსეთის ბაზარი აგრეთვე დატოვა ვიდეოთამაშების კიდევ ერთმა ბრენდმა Xbox-მაც, რომელიც კომპანია Microsoft-ის საკუთრებაშია. Microsoft-მაც რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა საკუთარი პროდუქციის რუსეთში გაყიდვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები