რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბლინკენი საევაკუაციო დერეფნების შექმნაზე: ყველა ქვეყნის ვალდებულებაა რუსეთს ეს აიძულოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთს მოუწოდებს ალყაში მოქცეულ დასახლებებში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს ტერიტორიიდან გასვლის საშუალება მისცეს. მან ასევე რუსეთის შეთავაზებას, შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები, ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით, უწოდა "აბსურდი".

"ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება შემოგვიერთდნენ, რომ მოსკოვს ეს გავაკეთებინოთ. არ არის ეკივოკაციის დრო, რომ ორივე მხარეს მოვუწოდებდეთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უკრაინის ქალაქების უსაფრთხოდ დატოვებისკენ. ეს ბუნდოვანს გახდის იმ ფაქტებს, თუ რატომ არის საჭირო ეს დერეფნები და ვინ ბლოკავს მათ". – თქვა ბლინკენმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები