ალტ-ინფო

"მოვალთ ხელისუფლებაში, აღარ გაგაჭაჭანებთ ქვეყანაში" – პუტინისტები ხულოში ოფისის დახურვაზე

ალტ-ინფო

პუტინისტური ალტ-ინფოს პარტია ხულოში ოფისის დახურვას ეხმიანება და კვლავ იმუქრება. ორკები ადამიანებს, რომლებმაც ონსერვატიული მოძრაობის ოფისის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს "ტერორისტების მხარდამჭერებად" და "ისლამისტ რადიკალებად" მოიხსენიებენ, რომლებსაც "თურქეთის სპეცსამსახურებთან" აქვთ კავშირი. 

"მე ამ ადამიანებს ვაფრთხილებ, ჩვენ ოდესმე ხელისუფლებაში მოვალთ და შესაბამის პასუხს გაგცემთ. ის ვინც ჯვარს ეხება, ის ვინც ჩვენს სარწმუნოებას ეხება, მათ შორის ტერორისტებთან კავშირში მყოფ ადამიანების მიმართ გვექნება უმკაცრესი ზომები მიღებული. თქვენ უბრალოდ აღარ გაგაჭაჭანებთ საქართველოში და მით უმეტეს აჭარაში. თქვენ თურქეთის სპეცსამსახურთან ერთად იქიდან უბრალოდ გაგაქრობთ. ეგ არის ჩვენი პასუხი. ხულოშიც გავხსნით ჩვენს ოფისებს და მთელს საქართველოშიც... 

ნებისმიერ პროვოკაციაზე გვექნება ადეკვატური პასუხი, ჩვენ პოლიციისგან დასაცავი არაფერი გვჭირს, პირიქით, ჯობია ისინი დაიცვან".- ამბობს პუტინისტი გიორგი ქარდავა. 

მორიგი ისლამოფობიური განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა ორკმა, შოთა მარტინენკომ და აღნიშნა რომ "მტრულ ნაბიჯზე შესაბამისი პასუხი" ექნებათ. 

პუტინისტი ირაკლი მარტინენკო, ამბობს რომ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ. მისივე თქმით ხულოში ოფისი მალე გაიხსნება და ვერავინ დახურავს. 

"ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ისეთ რაღაცებს ნუ იკადრებთ ახლა, როცა თქვენი დღეები დათვლილია უკვე და ბოლო გაფართხალება რომ გაქვთ, ცოტა დაფიქრდით, რა მდგომარეობაში იმყოფებით და ისეთ რაღაცებს ნუ იკადრებთ, რომ მერე მართლაც საკადრისი პასუხი გაგეცეთ. ცოტა დაფიქრდით, რა ხდება თქვენ გარშემო, ნუ უჯერებთ გამოშტერებულ ტელევიზიებს, ყველაფერი ტყუილია. ცოტა ჭკვიანად იყავით, ვიცით იქ ახლა წარმოუდგენიათ, რომ ეგრე გადაწყდება ეგ საქმე, რომ დაახურინეს იმას ვითომ და აქ არ გააჭაჭანებენ, ტელევიზიებით იძახიან. რომ იცოდეთ. მალე მანდ ოფისიც გაიხსნება, ვერავინ ვერ დახურავს მერე იქ ოფისს და თუკი იმათ აქვთ ოფისები, ისინი დაიხურება. ამიტომ ძალიან მალე შეიცვლება ეს ვითარება, რომელიც ახლა გაქვთ. ცოტა ჭკუით იყავით".- ამბობს ორკი.

8 მარტს ხულოში პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებულ პარტიას, კონსერვატიულ მოძრაობას ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს - მესაკუთრემ, მას შემდეგ, რაც პარტიის იდეოლოგისს შესახებ გაიგო, მათთვის ფართის მიქირავებაზე უარი თქვა.

კომენტარები