რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA: უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 2 000-დან 4 000-მდე რუსი სამხედროა მოკლული

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 2 000-დან 4 000-მდე რუსი სამხედროა მოკლული. შესაბამისი განცხადება დაზვერვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან 2 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობა 498-ია, უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ მოკლულთა რიცხვი გაცილებით დიდია.

ცენტრალური დაზვერვის სამსახურის დირექტორის, უილიამ ბარნსის თქმით, მისი აზრით უკრაინაში მომდევნო რამენიმე კვირა რთული იქნება, პუტინს კი სამოქალაქო დანაკარგები არ აინტერესებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები