შს მინისტრი: ვინც პოლიციას ტუალეტის ქაღალდები ესროლა და ფქვილი დააყარა, მკაცრად დაისჯება

სამწუხაროდ, ეს არის ძალიან ცუდი და მიუღებელი შემთხვევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. 3-4 დღეა ეს ადამიანები გარეთ არიან, რათა ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. დგანან იქ და უკაცრავად და ტუალეტის ქაღალდებს ესვრიან და ფქვილსა და კეტჩუპებს ასხამენ თავზე. ჩემი აზრით, ეს არის არანორმალური საქციელი და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის ასე იქნება, ამას არ ვაპატიებთ არასდროს.

ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 7 მარტს, რუსეთის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილმა კანცელარიის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლა, სადაც პოლიციის კორდონი იყო გამაგრებული.

კომენტარები