რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში KFC-ის 1 000-მდე, Pizza Hut-ის 50-მდე რესტორნის მფლობელი კომპანია ინვესტიციებს წყვეტს

REUTERS/Kim Kyung-Hoon

KFC-ის მშობელი კომპანია, Yum Brands, რომელიც KFC-ის 1 000-მდე, Pizza Hut-ის 50-მდე რესტორანს ფლობს, რუსეთში ინვესტიციას წყვეტს

"მანამ სანამ განვიხილავთ ყველა სხვა ალტერნატივას, ჩერდება რუსეთში ყველა ინვესტიცია და რესტორანთა განვითარების მცდელობები". - განმარტა კომპანიამ.

თუმცა, Yum-ს არ დაუკონკრეტებია, შეეცდება თუ არა შეზღუდოს ან შეაჩეროს რუსეთში მოქმედი რესტორნების ოპერაციები.

მთლიანობაში, KFC International-მა გახსნა 2 400-ზე მეტი რესტორანი 2021 წელს. რუსეთში კომპანია ყოველწლიურად ხსნიდა დაახლოებით 100 ახალ რესტორანს და ელოდა, რომ მომავალში გააგრძელებდა  გაფართოების მსგავს სტრატეგიას. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხო სანქციების ფონზე, კომპანიათა დიდი ნაწილი ტოვებს რუსეთის ბაზარს. ამასთანავე, სხვა კომპანიებისადმი იზრდება მოწოდებები, რომ შეურთდნენ რუსეთის ბაზრისადმი ბოიკოტს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები