საქართველო-იტალია

ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, იტალიამ საქართველოს საზღვარი ტურისტულად გაუხსნა

ABC

თითქმის ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, იტალიამ რისკ ქვეყნების სია გააუქმა და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტული მიმოსვლა დაუშვა. იტალიის ტერიტორიაზე შესვლის წესები სტანდარტულ პირობებს დაუბრუნდა.

"საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს:

  • მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF);
  • კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი.

მგზავრი რომელიც აცრილია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინით (Moderna, Pfizer, Astra Zeneca, Johnson & Johnson) - წარადგენს კოვიდ-პასპორტს;

არავაქცინირებული ან არაავტორიზებული ვაქცინით აცრილები სერთიფიკატის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაექვემდებარებიან 5-დღიან თვითიზოლაციას და ვალდებულები არიან ამ პერიოდის ბოლოს ჩაიტარონ მოლეკულური ან ანტიგენის სწრაფი ტესტი" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები