რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით გარეთ – თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა

მინდა მოგმართოთ ევროპელ ხალხს – ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით ქუჩაში, მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა ძლიერად არ იდგება, ვერც ევროპა იდგება მტკიცედ. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გთხოვთ, ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას.

თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავხდებით ისეთივე აყვავებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.

ვილნიუსი, ფრანკფურტი, თბილისი, ბრატისლავა, პრაღა, პარიზი – თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ, მადლობა ამისთვის.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მათ შორის, თბილისში გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის მიმართვისას.

კომენტარები