კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 115 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 17.77%-ია

COVID-19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 17 527 ტესტი და დადასტურდა 3 115 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 11 767 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 23.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.85%.

ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 347 გამოვლინდა, აჭარაში - 125, იმერეთში – 461, ქვემო ქართლში – 153, შიდა ქართლში – 189, გურიაში – 178, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 266, კახეთში – 220, მცხეთა-მთიანეთში – 77, სამცხე-ჯავახეთში – 57, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 42.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 73 351, საიდანაც 3 025 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 70 326 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 718, მათგან 250 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 619 274 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 529 623 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 274.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები