რაც შეეხება პოზიტიურ ამბავს, რომელიც მოახერხა ამ სამარცხვინო გამოსვლის შედეგად კობახიძემ, რომ თითქმის მეორე პლანზე გადაიწია. რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ იყოს თავისუფალი სამყაროსა და ევროატლანტიკური სივრცის წევრი და განაცხადის შეტანა ნაწილი არის ამ არჩევანის. ოღონდ აღსანიშნავია, რომ ამ ვითარებაში, ამ ნაბიჯის გადადგმას დაჭირდა მრავალათასიანი აქციების დანახვა ქუჩაში ამ რეჟიმის მიერ - ეს ერთი და მეორე, თავსაც ნუ მოვიტყუებთ, სამწუხაროდ და სწორედ ამიტომ ევროპულ საქართველოს ამაზე აქცენტი არასდროს არ გაუკეთებია, თუ ჩვენ გაგვიმართლა ახლა უკრაინელი ხალხის გმირობის და უახლოეს წარსულში ქართული საზოგადოების მყარი არჩევანისა და ასევე მხვერპლის შედეგად, რომ საერთაშორისო კონიუქტურაში ისე დასუსტდა პუტინი, რომ ჩვენ ახლა მივიღეთ შანსი, რომ ამ ფანჯარაში გავძვრეთ, ეს ამ რეჟიმის დამსახურება, ან ფორმალურად ამ განაცხადის არ იქნება, იმ გარემოებების იქნება.
თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ შანსი არ არის მაღალი, რომ არ ვთქვა უფრო მეტი, არის მცირე, იმიტომ რომ მხოლოდ განაცხადის შეტანა წევრობაზე და კანდიდატად გახდომა არ არის ის, რაც მოგვიტანს შედეგს. ამას სჭირდებოდა აქამდე სერიოზული მუშაობა, ახლაც და სჭირდება მთავრობა, რომელსაც თავისუფალ სამყაროში რეპუტაცია არ აქვს მომსპარი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, თეორიულად შანსი არსებობს და ამიტომ ეს განაცხადი უნდა შეტანილიყო და ეს ცალკე აღებული არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ მთავრობის პირობებში ჩვენ შანსი გვაქვს მინიმალური და რაც დრო გავა და ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ვითარება უკრაინის ფრონტზე სწრაფად არ გაირკვა, ეს მთავრობა იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლის მყისიერი საფრთხის შემქმნელი.





