კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 840 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 19.13%-ია

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 075 ტესტი და დადასტურდა 3 840 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 692 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 24.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.67%.

ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 743 გამოვლინდა, აჭარაში - 167, იმერეთში – 446, ქვემო ქართლში – 192, შიდა ქართლში – 256, გურიაში – 153, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 296, კახეთში – 390, მცხეთა-მთიანეთში – 94, სამცხე-ჯავახეთში – 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 82 046, საიდანაც 3 424 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 78 622 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 772, მათგან 247 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 616 159 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 517 856 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 231.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები