რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიტროპოლიტი ეპიფანე: გაზაფხულის 1-ლი დღე რუსული აგრესიის მიმართ უკრაინის უდრეკობის მე-6 დღეა

გაზაფხულის პირველი დღე იქცა რუსული აგრესიის მიმართ უკრაინის უდრეკობის მეექვსე დღედ. მილიონობით ადამიანის გამძლეობის, ურთიერთდახმარებისა, ჰეროიზმისა და მსხვერპლგაღების წყალობით, ჩაიშალა მტრის გეგმა სწრაფად დაეპყრო დედაქალაქი და მოესპო ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მთელი ცივილიზებული სამყარო აღფრთოვანებით შეჰყურებს ტირანიის მიმართ ჩვენს ქედუხრელობას. 

უკრაინა იმარჯვებს, უდრეკი სულის, უმაღლესი მსხვერპლისა და სიყვარულის ძალის წყალობით. რადგან ამ ძალას, რომელიც ჩვენ ღმერთთან და მოყვასთან გვაერთიანებს ვერ შემუსრავს ვერცერთი იარაღი. 

მაღალო ღმერთო, დაიფარე ჩვენი ერთიანი უკრაინა!

თქვა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

კომენტარები