კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 847 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 18.39%-ია

COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 226 ტესტი და დადასტურდა 6 847 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 9 003 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 18.39%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.18%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 20.73%.

ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 759 გამოვლინდა, აჭარაში - 362, იმერეთში – 1 226, ქვემო ქართლში – 286, შიდა ქართლში – 446, გურიაში – 321, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 506, კახეთში – 542, მცხეთა-მთიანეთში – 174, სამცხე-ჯავახეთში – 140, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 82 930, საიდანაც 4 479 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 78 451 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 000, მათგან 279 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 612 319 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 513 164 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 199.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები