რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალკალიანი: სანქციებზე მელაპარაკებიან, როცა სანქციებზე უფრო მძიმე რაღაცები გვაქვს გაკეთებული

დღეს რაღაც სანქციებზე მელაპარაკებიან ოპონენტები მაშინ, როდესაც ჩვენ უმწვავესი, სანქციებზე უფრო მძიმე რაღაც გვაქვს გაკეთებული. მინდა შეგახსენოთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთლიანად ჩვენი ხელისუფლება იყო ჩართული და სადაც არამხოლოდ პოლიტიკური შეფასებები, არამედ სამართლებრივი შეფასება დავდეთ, სადაც რუსეთის ფედერაციას ეწოდა ოკუპანტი - ძალა რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აი, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ - კანონი ოკუპაციის შესახებ, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, უკრაინამ მხოლოდ ახლა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები და ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარა და მოწყვლადი ქვეყანა ვართ, ასეთი სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე, ასეთი თამამი ნაბიჯები გადავდგით და დღეს რაღაც შიდა პოლიტიკური მანიპულაციების გამო ოპონენტებისგან გვესმის ეს აბსურდული ბრალდებები.  

ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

კომენტარები