ქართული ოცნება

წულუკიანი: ბორელმა თქვა, ვიცითო? რუსეთი ამაზე გაჩერდება თუ არაო? გახსენით მოსასმენად ყურები

აწმყო არის უპრეცედენტოდ მძიმე, ამ სიმძიმეში ეს ხელისუფლება ამ პრემიერის ხელმძღვანელობით, აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, იმ მძიმე საათებში, რომელიც წინააა. ბატონმა ბორელმა [ჯოსეფ ბორელი] აღარ მახსოვს როდის, ისიც თქვა, რომ ვიცითო? რუსეთი ამაზე გაჩერდება თუ არაო? მეც და თქვენც ორი ყური გვაქვს, მოისმინეთ, გახსენით მოსასმენად, ინფორმაციის მისაღებად, რადგან ანალიზი ყველას გვჭირდება.

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. "რუსული გავლენა, შესაძლოა, საქართველოსა და მოლდოვაშიც ამუშავდეს" – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოსეფ ბორელმა.

კომენტარები