რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"რუსულო მატარებელო, იდი ნა *უი!" - უკრაინამ რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა ააფეთქა

26 თებერვალს უკრაინულმა არმიამ რუსეთის რკინიგზასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ლიანდაგები გაანადგურა. რუსეთი უკრაინაში ამ გზით ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შეყვანას ვეღარ მოახერხებს. 

ამის შესახებ უკრაინის რკინიგზამ უკრაინსკაია პრავდას განუცხადა. 

რუსებმა მათ შესთავაზეს, აღედგინათ კავშირი უკრაინის რკინიგზის ცენტრალურ შტაბთან, რაზეც უკრაინელი დისპეჩერებისგან პასუხად მიიღეს: "რუსულო მატარებელო, იდი ნა *უი!"

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები