ჩვენი არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ პრაგმატული ინტერესია, რომ უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე, პრემიერმინისტრის დონეზე საქართველო უნდა გამოდიოდეს ერთობლივი ფრონტით უკრაინასთან ერთად, მხოლოდ ეს ჩაითვლება რამის კეთებად და ამ მოქმედების მიზანი უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის საკითხის ინტეგრირება იმ სანქციებში, რომლებიც სულ მალე დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, ახლა დუმილი არის დეოკუპაციაზე ხელის აღების ტოლფასი.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
კანდელაკი: პრემიერის დონეზე უნდა გამოვდიოდეთ ერთობლივი ფრონტით უკრაინასთან ერთად
tbl.ge/5vhn
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა.
24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც.
ამავე თემაზე
- უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და სამხედრო ქარხნებზე იერიშები მიიტანა
- ზელენსკი: პუტინისადმი წერილით სასურველ შედეგს მივაღწიე
- დაუდასტურებელი ცნობებით, მოსკოვის ოლქში აფეთქებას თავდაცვის მაღალჩინოსანი ემსხვერპლა
- მედია: პუტინის რეზიდენციიდან 9 კილომეტრში დრონსაწინააღმდეგო ბადე დააყენეს
- ბელგოროდთან დიდი აფეთქება საბრძოლო მასალის საწყობზე უკრაინის დარტყმის შედეგი იყო




