ჯენა ჯეიმსონი

ჯენა ჯეიმსონი საავადმყოფოდან გამოწერეს, ყოფილი პორნომსახიობი ეტლით გადაადგილდება

Sky News

ჯენა ჯეიმსონი საავადმყოფოში თითქმის ორთვიანი ყოფნის შემდეგ გამოწერეს. ყოფილი პორნომსახიობი სახლში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გადაადგილება ეტლით უწევს.

"კიდევ მომიწევს ტესტების გაკეთება, სავარაუდოდ ბარძაყის ნერვი მაქვს დაზიანებული, ამიტომ გადაადგილება ეტლით მიწევს. იმედი მაქვს მალე შევძლებ ფეხზე დადგომას". – ამბობს ჯეიმსონი Instagram-ის სთორიში.

წლის დასაწყისში მსახიობი ნახევრადპარალიზებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მსახიობს გიენ-ბარეს სინდრომი დაუდგინეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მსახიობს ბარძაყის ნერვი აქვს დაზიანებული. ჯეიმსონმა ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაიტარა და ამ დროისთვის მედიკამენტოზური მკურნალობის კურსს გადის.

ჯენა ჯეიმსონი პორნომსახიობი, მოდელი, სატელევიზიო ვარსკვლავი და ბიზნესვუმენია. 2000-იანი წლების დასაწყისში იყო ყველაზე პოპულარული პორნომსახიობი, ჯეიმსონის ზედმეტსახელია პორნოს დედოფალი. მიღებული აქვს პორნოს ოსკარად წოდებული AVN Awards-ის 5 ჯილდო. სატელევიზიო არხ Playboy TV-ზე ჰქონდა საკუთარი შოუ Jenna's American Sex Star. 2004 წელს ჯეიმსონის ავტობიოგრაფიული წიგნი New-York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. 2013 წლიდან მუშაობს ვებ მოდელად.

კომენტარები