ჯენა ჯეიმსონი

ჯენა ჯეიმსონს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა, ყოფილი პორნომსახიობი საავადმყოფოშია გადაყვანილი

Befunky

ჯენა ჯეიმსონს გიენ-ბარეს სინდრომი აღმოაჩნდა. ყოფილი პორნომსახიობი ნაწილობრივ პარალიზებულია და ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას თავად მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ექიმების თქმით გიენ-ბარეს სინდრომი მაქვს, მკურნალობა დაწყებული მაქვს. საავადმყოფოში ვარ და მკურნალობის დასრულებამდე აქ დავრჩები. იმედი მაქვს აქაურობას მალე დავტოვებ". – წერს ჯეიმსონი ვიდეოს აღწერაში.

გიენ-ბარეს სინდრომი არის მწვავე ინფექციური ნეიროპათია. ეს არის კლინიკურად განსაზღვრული სინდრომი, რომელიც ხასიათდება მოტორული პრობლემებით. დაავადების მსვლელობასთან ერთად პაციენტი კარგავს კიდურებისა და სხეულის მართვის უნარს, რთულ შემთხვევაში ვითარდება სრული პარალიჩი. 

ჯენა ჯეიმსონი პორნომსახიობი, მოდელი, სატელევიზიო ვარსკვლავი და ბიზნესვუმენია. 2000-იანი წლების დასაწყისში იყო ყველაზე პოპულარული პორნომსახიობი, ჯეიმსონის ზედმეტსახელია პორნოს დედოფალი. მიღებული აქვს პორნოს ოსკარად წოდებული AVN Awards-ის 5 ჯილდო. სატელევიზიო არხ Playboy TV-ზე ჰქონდა საკუთარი შოუ Jenna's American Sex Star. 2004 წელს ჯეიმსონის ავტობიოგრაფიული წიგნი New-York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. 2013 წლიდან მუშაობს ვებ მოდელად.

კომენტარები