დეგნანი: ახლა, როგორც არასდროს, აშშ იდგება ქართველების გვერდით, მხარს დაუჭერს სუვერენიტეტს

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ მიმართვას ავრცელებს. დეგნანი ამბობს, რომ შეხვედრებზე საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილეს. მისი სიტყვებით, ქართველმა ხალხმა, ისევე, როგორც უკრაინელებმა, ევროატლანტიკური გზა აირჩიეს და "აშშ ისე, როგორც არასდროს, იდგება ქართველი ხალხის გვერდით". 

ვასრულებ ვაშინგტონში წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების კვირას და თბილისში ამ კვირის ბოლოს დავბრუნდები. ვაშინგტონში ყოფნის განმავლობაში შევხვდი კოლეგებს სახლემწიფო დეპარტამენტიდან, თეთრი სახლიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოდან და კონგრესიდან. გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა ამერიკა-საქართველოს ბისზნესსაბჭოსთან, ისევე, როგორც სხვა უწყებებთან საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის საკითხზე. უამრავი განსახილველი საკითხი გვქონდა და შერჩეული დროც კარგი იყო რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. მსურს გაგიზიაროთ ვაშინგტონში მიღებული ინფორმაცია უსაფრთხოების კრიზისზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია. პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი მუშაობენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს აშშ-ს მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ უარესისთვისაც უნდა ვიყოთ მზად - როგორც ორმხრივად, ასევე, მრავალმხრივ. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება. ეს მოიცავს მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, ინფორმაციის სხვადასხვა არხების მეშვეობით გაზიარებას, რომელსაც მე გავარძელებ, როდესაც თბილისში დავბრუნდები, ისე, როგორც ვაკეთებდი მანამ, სანამ ვაშინგტონში გავემგზავრებოდი.  

ქართველებმა, ისევე, როგორც უკრაინელებმა აირჩიეს გზა ევროატლანტიკური ინტერგაციისკენ. აშშ-ში ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე. ამ კვირაში შეხვედრებზე აშშ-მ მტკიცედ და ნათლად წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ ამისთვის 30 წელია, ერთად ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს, აშშ იდგება ქართველი ხალხის გვერდით - მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთად ვიმუშავებთ იმ მომავლისთვის, რომელიც ქართველებს სურთ და იმსახურებენ - სტაბილური, დაცული და აყვავებული საქართველოსთვის, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

კომენტარები