ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა სანკტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდეს

UEFA

UEFA-ს გადაწყვეტილებით რუსეთს შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები Mirror და Daily Star ავრცელებენ.

ევროპის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით 2021/2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, 28 მაისს, სანქტ-პეტერბურგის გაზპრომ არენაზე უნდა გაიმართოს, თუმცა შესაძლებელია ფინალური დაპირისპირება სხვა ქალაქში გადაიტანონ, მიზეზი რუსეთის აგრესია და უკრაინაში ომის პროვოცირებაა. ახლახანს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. 

"UEFA ყურადღებით აკვირდება უკრაინაში შექმნილ კრიზისს და ფიქრობს იმ საგანგებო ზომებზე, რომელსაც მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში მიმართავს". – წერს გამოცემა Daily Star.

გაზპრომ არენის ალტერნატივად განიხილება ლონდონის უემბლის სტადიონი. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა დაახლოებით 70 მილიონი ევრო ჯდება. 

2020/2021 წლის სეზონის ფინალური მატჩი სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთში კოვიდით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო თამაში პორტუში გაიმართა.

კომენტარები