დაკარგული ძაღლი

კალიფორნიაში დაკარგული ძაღლი ზოი პატრონს 12 წლის შემდეგ დაუბრუნეს

კალიფორნიაში დაკარგული ძაღლი ზოი პატრონს 12 წლის შემდეგ დაუბრუნეს. ზოი ქალაქ სტოკტონის შემოგარენში ავტომობილიდან ჩამოსვეს, შემდეგ ის ერთ-ერთმა ადამიანმა იპოვა, რომელიც პოლიციას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ძაღლი სავარაუდოდ ასაკოვანი და დაავადებული იყო.

პოლიციელმა ძაღლი უახლოეს ვეტკლინიკაში მიიყვანა, სადაც მას მიკროჩიპი შეუმოწმეს და აღმოაჩინეს, რომ ძაღლი 2010 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა. 2015 წელს კი მიკროჩიპების კომპანიამ ის დაღუპული ძაღლების სიაში შეიყვანა. თუმცა, ძაღლის თავდაპირველ პატრონს 12 წლის შემდეგ კვლავ იგივე მობილურის ნომერი ჰქონდა და პოლიციამ მასთან დაკავშირება მოახერხა.

"ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთი რამ როდესმე მოხდებოდა, ძალიან აღელვებული ვარ. ზოი და მისი ტყუპი და 6 თვის ასაკში ავიყვანეთ, ზოიმ ჩვენთან მომდევნო 6 თვე გაატარა, შემდეგ კი მაღაზიაში 20 წუთით შევედით და უკან დაბრუნებულებს აღარ დაგვხვდა. მისი დაბრუნება ძალიან მიხარია, იმედი მაქვს გამოჯანმრთელებას შევძლებთ და დარჩენილ სიცოცხლეს ბედნიერი გაატარებს". - თქვა ზოის პატრონმა, მიშელმა.

კომენტარები