სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის გაუქმება

ომბუდსმენი: ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს ინსპექტორის გაუქმებაზე შეჩერდეს ცვლილებები

ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის ოფისი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ომბუდსმენის თქმით, ეუთო/ოდირი დაჩქარებულად მომზადებულ დოკუმენტში ხაზგასმით ითხოვს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ლომჯარიას თქმით, ეს ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაცია.

"ეუთო/ოდირის ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი, როგორც წარიმართა სახემწიფო ინსპექტორის გაუქმება, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელი ინტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ეუთოს სტანდარტებს". – ამბობს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარიას თქმით, დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობისა და წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.

"ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მნიშვნელოვნად დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაზე, ამიტომ ეუთო/ოდირი კატეგორიულად მოითხოვს და აძლევს რეკომენდაციას სახელმწიფოს, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება". – ამბობს ლომჯარია.

ობუდსმენიც ცნობით, ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მეორე, მთავარი რეკომენდაციაა, რომ თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ეუთო რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, მოქმედ ისპექტორს და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე, – "ესაა ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოთხოვნა ეუთო/ოდირის, რომელიც იშველიებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებსაც საქართველოც აღიარებს და ამბობს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არჩევითი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ვადის გაუქმება, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებუის გზით, რადგან ეს წარმოადგენს მათ საქრმიანობაში და მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას".

სახალხო დამცველის აპარატმა 2 თებერვალს ოფიციალურად მიმართა ეუთო/ოდირს თხოვნით, წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

18 თებერვალს ომბუდსმენის აპარატმა დაჩქარებული წესით მომზადებული დოკუმენტი მიიღო, სადაც ეუთო/ოდირის მოსაზრებებია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.


25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელით მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები