სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის გაუქმება

წერეთელი ეუთო/ოდირზე: გვაჩვენებს, რამხელა საფრთხე შეუქმნა პარლამენტმა ადამიანის უფლებებს

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთელის შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნა და რეკომენდაციები, ნათლად აჩვენებს თუ რამდენად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით და რამდენად დიდი საფრთხე შეუქმნა საკანონმდებლო ორგანომ ადამიანის უფლებების დაცვას.

გიგი წერეთლის თქმით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალიწინებული უნდა იყოს და შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება.

"ეუთო/ოდირის დასკვნა პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, ე.წ "რეორგანიზაციაზე" ძალიან ნათლად გვაჩვენებს თუ რამდენად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა ამ კანონის მიღებით, რამდენად დიდი საფრთხე შეუქმნა ადამიანის უფლებების განხორციელებას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უნდა იყოს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის მოცემული ამ დასკვნაში, ეს არის შეჩერება ამ კანონის აღსრულების, სამსახურისთვის მიცემა ვადა, რომ დასრულონ თავიანთი ვადა და ის, რომ ამგვარი გაუაზრებელი გადაწყვეტილებები დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას". – ამბობს გიიგ წერეთელი.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ომბუდსმენის თქმით, ეუთო/ოდირი დაჩქარებულად მომზადებულ დოკუმენტში ხაზგასმით ითხოვს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ლომჯარიას თქმით, ეს ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაცია.

ლომჯარიას თქმით, დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობისა და წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.

ობუდსმენიც ცნობით, ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მეორე, მთავარი რეკომენდაციაა, რომ თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედ ისპექტორს და მის მოადგილეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე.

სახალხო დამცველის აპარატმა 2 თებერვალს ოფიციალურად მიმართა ეუთო/ოდირს თხოვნით, წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

18 თებერვალს ომბუდსმენის აპარატმა დაჩქარებული წესით მომზადებული დოკუმენტი მიიღო, სადაც ეუთო/ოდირის მოსაზრებებია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.


25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელით მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები