ზამთრის ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიურ თამაშებზე რბოლისას ფინელ მოთხილამურეს პენისი გაეყინა

David McIntyre / Shutterstock

პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ფინელ მოთხილამურეს, რემი ლინდჰოლმს რბოლისას პენისი გაეყინა. მიუხედავად იმისა, რომ რბოლის 50-კილომეტრიანი მანძილი 30 კილომეტრამდე შემცირდა, მოთხილამურემ ტრასაზე 1 საათი და 16 წუთი გაატარა.

ლინდჰოლმს იგივე შეემთხვა ერთი წლის წინ ფინეთში გამართული რბოლის დროსაც.

"შეგიძლიათ გამოიცნოთ დამთავრების შემდეგ სხეულის რომელი ნაწილი იყო გაყინული. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეჯიბრი იყო, ეს ბრძოლა იყო". – თქვა მოთხილამურემ რბოლის დასრულების შემდეგ.

კომენტარები