დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დონბასელმა სეპარატისტებმა ევაკუაციის გამოცხადების შესახებ ვიდეო ორი დღით ადრე ჩაწერეს

RFE/RL

დონბასის პრორუსმა სეპარატისტებმა მოსახლეობის საყოველთაო ევაკუაციის შესახებ ვიდეო ორი დღით ადრე ჩაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს

დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული რეჟიმის ლიდერებმა ვიდეო 18 თებერვალს გაავრცელეს და ორივე მათგანი იყენებს სიტყვას – "დღეს", თუმცა მეტამონაცემებიდან ირკვევა, რომ ვიდეო 16 თებერვალსაა ჩაწერილი.

RFE/RL

დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები