პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან პარლამენტი მსჯელობს ამაზე და არ არის სუფთად სამართლებრივი გადაწყვეტილება. ნახევარი პოლიტიკაა ამ გადაწყვეტილებაში და ნახევარი სამართლებრივი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მომესმინა არგუმენტები, სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ. რაც შეეხება აღიარება - არ აღიარებას, ვერ გეტყვით, მე ალბათ ამის მიხედვით არ შევცვლიდი გადაწყვეტილებას. შურისძიება რომ არ გამოვიყენო, პოლიტიკური ნაწილიც არის ამ გადაწყვეტილებაში და სამართლებრივიც.
მე-10 მოწვევის პარლამენტი
სერგეენკო ჯაფარიძეზე: ნახევრად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ნახევარი სამართლებრივი
tbl.ge/5v3l
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას გამოეხმაურა. 15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. პარლამენტმა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის მოტივით შეუწყვიტა.
ქართული ოცნებაქართული ოცნება 2022ლელობადრი ჯაფარიძესაქართველოს პარლამენტიმე-10 მოწვევის პარლამენტიდავით სერგეენკოპოლიტიკური კრიზისი
ამავე თემაზე
- ქადაგიშვილი: სერგეენკოს მანდატის შეჩერებას კომიტეტი არასაპატიო გაცდენების გამო განიხილავს
- დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს
- TI: 2022-ში პარლამენტის 84 დეპუტატის მივლინებებში 1 739 782 ლარი დაიხარჯა
- TI: 2022-ში პარლამენტში სიტყვით გამოსვლით ოცნების 10 და ოპოზიციის 8 დეპუტატს არ უსარგებლია
- ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კოვზანაძე მანდატს ტოვებს