ფაიზერის ვაქცინა

გაბუნია: ამ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინას ვადა მარტის ბოლომდე აქვს, მისი გაკეთება არის უსაფრთხო

როდესაც ფაიზერი თავდაპირველად გამოვიდა, ვადა განისაზღვრა 6 თვით, რაც იყო პირველი საწყისი შეფასების საფუძველზე. შემდეგ უკვე, მალევე, როგორც კი დადასტურდა, რომ ვარგისიანობის ვადა არის 9 თვე, თავად ფაიზერმა, აშშ-ის წამლის სააგენტომ, ევროპის მარეგულირებელმა, ყველამ შეცვალა ეს ვადის პერიოდი და 3 თვით გაახანგრძლივა. ამდენად, გამორიცხულია, რომ დღეს ჩვენთან ვადაგასული ან რამენაირად დაბალი ხარისხის ვაქცინები იყოს გამოყენებული. მათი შენახვის წესი ძალიან მკაცრად კონტროლდება. ამგვარად, ვადის გასვლის შესახებ მითი არის სრულიად უსაფუძვლო. ამ ეტაპზე, ფაიზერს მარტის ბოლომდე აქვს ვადა და შესაბამისად, მისი გაკეთება არის სრულიად უსაფრთხო და მაღალეფექტური. რაც შეეხება სინოფარმსა და სინოვაკს, ჩვენ დღეს რაც გვაქვს ქსელში, მათი ნაწილის ვადა არის 2023 წლის ივნისამდე, ნაწილის კი 2024 წლის ივნისამდე.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ TV იმედის ეთერში საუბრისას.

კომენტარები